თბილისში უკვე არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და სულიერად დაისვენოთ…

ბლოგი

ქეთი მიქაძე

-როცა დღე საკმაოდ დაძაბული გაქვს, ცდილობ დღის ბოლოს ისეთი ადგილი მონახო, სადაც ცოტათი მაინც განიტვირთები და თავს კარგად იგრძნობ, აი ისე, როგორც მხიარულ და თან მყუდრო სახლში. ხოდა მეც ბავშვთან ერთად ათონელის თეატრს მივაშურე. ბავშვი მუსიკის გაკვეთილზე შევუშვი, მე კი დარბაზისკენ გავწიე, სადაც „მაჩაბელას“ მოყვარულ მსახიობთა თეატრის დასის წევრები სცენაზე პედაგოგ გიორგი ღონღაძესთან საუბრობდნენ.

გიორგი პლასტიკის პედაგოგია, სცენასთან ახლოს მივედი, პედაგოგმა ჯერ ალმაცერად შემომხედა, მერე წარბი აწია და ხელს ნუ გვიშლითო-მითხრა, მერე ალბათ დაინახა, ან სცენის მტვრის სიყვარულმა (გაიღიმეთ აბაა) აგრძნობინა, რომ მართლა გულით ვიყავი მისული და დაბრძანდიო-მითხრა. ჯერ მეცადინეობა არ იყო დაწყებული, სცენაზე მდგომები გასახდელში მყოფ მეგობრებს ელოდებოდნენ…

მოკლედ, რატომ მოვყევი ეს ყველაფერი-მინდა თქვენც იცოდეთ, რომ თბილისში უკვე არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და სულიერად დაისვენოთ. უფრო მეტსაც გეტყვით, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მოყვარულ მსახიობთა თეატრის წევრი და აიხდინოთ ბავშვობის ოცნება-იდგეთ სცენაზე და ანსახიერებდეთ საყვარელ გმირს.

გეტყვით იმასაც, რომ ადგილები შეზღუდულია-ასე რომ, იჩქარეთ! აი, ორშაბათს შეგიძლიათ მიხვიდეთ ათონელზე და „მაჩაბელას“ დირექტორი მამუკა ლომაშვილი ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს.