გია  ვოლსკი: ვერ შევეგუეთ აზრს, რომ ჩვენი მოქალაქეები – აფხაზები და ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ

ვერ შევეგუეთ აზრს, რომ ჩვენი მოქალაქეები – აფხაზები და ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების” წევრმა  გია ვოლსკიმ განაცხადა.

„მინდა ყველას, ვინც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, აქედან შევუთვალო დიდი მოკითხვა, პატივისცემის დასტური და მზადყოფნა იმისთვის, რომ საკითხები მოვაგვაროთ მშვიდობიანად, საერთო ჩართულობითა და ენერგიით. ვერ შევეგუეთ იმ აზრს, რომ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი მოქალაქეები – აფხაზები და ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. იქ არსებობს ადმინისტრაცია, რომელმაც იქედან რაც არ უნდა სიკეთე შემოგვითვალოს, მაინც არის ის, რასაც საოკუპაციო რეჟიმის გავლენის ქვეშ მყოფი სტრუქტურა ჰქვია. არც იმათ აქვთ დიდი ფართობი და შესაძლებლობები, რომ ხელი გაანძრიონ და დამოუკიდებლად იმოქმედონ. ხშირ შემთხვევაში, ოკუპაციასთან მიმართებაში ჩვენ უფრო ასეთი დამოკიდებულება გვაქვს: – შევხვდეთ, დაველაპარაკოთ, გავცვალოთ აზრები. ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა. ჩვენ მივიღეთ კანონები, რომ ამ წინააღმდეგობებს გვერდი ავუაროთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.