მოძრაობა „შემახე ამინისტია“ 23 მაისს პარლამენტთან აქციას აანონსებს

მოძრაობა „შემახე ამინისტია“ აცხადებს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი უნდა დასრულდეს და 23 მაისს აქციას აანონსებს.

,,შემახე ამინისტია” 23 მაისს (შაბათს) 15 საათზე გამართავს პარლამენტთან (უკანა შესასვლელთან) აქციას! ყველას ვისაც ამინისტიის პრობლემა გაწუხებთ გავერთიანდეთ. ვეცადოთ ბევრნი ვიყოთ და დავანახოთ ჩვენი ძალა. დროა ამინისტიის! დასრულდეს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი!“ – წერია განცხადებაში.

ორგანიზატორების თქმით, აქციას დაესწრებიან ადვოკატები და პატიმრების ახლობლები.