გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს

გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს.

ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ მრავალ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

“იმედი მინდა გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა ასევე მალევე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში, მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში, იმიტომ, რომ პირობა ასეა – როცა კაცი სიტყვას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო, არ არსებობს სანახევროდ შესრულებული სიტყვა. უკვე ნავსი გატყდა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ასე იქნება.-განაცხადა უგულავამ.

პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ საპატიმრო დაწესებულებას გიორგი რურუაც მალევე დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.