მორიგი გატაცება ოკუპანტების მიერ

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან 28 წლის მწყემსი ნიკა წიკლაური გაიტაცეს.

ნიკა წიკლაური პირუტყვს ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე მწყემსავდა, მას ე. წ. საზღვარი არ დაურღვევია. ბიჭი შეიარაღებულმა სამხედროებმა დააკავეს.

კომენტარის დატოვება