“თარიღი, რომელსაც ვერავინ ვერ უვლის გვერდს…”

გიორგი თევზაძე: 1991 წლის 31 მარტი წარმოადგენს საქართველოსათვის ისტორიულ უმნიშვნელოვანეს თარიღს, რასაც ვერავინ ვერ უვლის გვერდს…

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოს მოსახლეობას ულოცავს 31 მარტს რომელიც წარმოადგენს საქართველოსათვის ისტორიულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს, რომელსაც ვერავინ ვერ უვლის გვერდს…

-საზოგადოებისათვის ცნობილი, რომ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე. მაშინ რეფერენდუმში მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა და 97 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას“.

მნიშვნელოვანია, ის რომ რეფერენდუმში აქტიური მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა, და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც რომლებმაც რეფერენდუმში ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რომლის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, უნდა აღინიშნოს ისიც , რომ აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები.

1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა. როგორც უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღნიშნავს თითეულმა ქართველი უნდა გაუფრთხილდეს და დაიცვას 1991 წლის 31 მარტს საერთო სახალხო რეფერენდუმის შედეგად მიღებული ეს დიდი მონაპოვარი რამაც მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩაუყარა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას”- აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.