თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით აგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ექიმების რეკომენდაციით, ნათია თურნავა მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა.