ყველას მაგივრად გვრცხვენია… – 21 ადამიანი ალეპოში გამგზავრების უფლებას ითხოვს

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი შესაბამის უწყებებს მიმართავს და სირიელი მოქალაქეების დასახმარებლად, ქალაქ ალეპოში გამგზავრების უფლებას ითხოვს.

„დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, მოუმზადებლად უსაფუძვლოდ და სულელურად არ ვამბობ!

სახელმწიფო თუ გადაწყვეტს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაერთოს ამ საშინელებაში და ნებას დაგვრთავს, მედიცინაში 20 გამოცდილი ადამიანი არსებობს, ვინც ჩემთან ერთად ალეპოში წავა და ამ გამწარებულ ხალხს დახმარებას გაუწევს.

ამ 21-დან 12 ნაომარიც ვართ და გამოცდილებიც. თუ ვინმეს შეგიძლიათ მოგვეცით უფლება. თავის მოსაწონებლად და უთავოდ არ ვამბობთ, დარწმუნებულები ვართ ყველა! ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად ვართ! დიდხანს ვილაპარაკეთ და არცერთი არ გადავთქვამთ!

ყველას მაგივრად გვრცხვენია, ვინც ამ სიდამპლეში მონაწილეობა მიიღო. გვითხარით და მეორე დღესვე მზად ვიქნებით! თხოვნაა ეს! ჩვენი, 21 ადამიანის თხოვნა!“ – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება