ბარბარობას მახათას ტაძარში ზარები პირველად დაირეკება

ბარბარობას,  12 საათზე, თბილისში, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ილია II პარაკლისს გადაიხდის. ხვალ ტაძრის ზარები პირველად დაირეკება,  უწმინდესი ხვალ დალოცავს ბავშვებს და სრულიად საქართველოს.

ბარბარობას მახათას ტაძარში ზარები პირველად დაირეკება

თბილისის მერიის ინფორმაციით „ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 17  დეკემბერს 10-დან 15 საათამდე მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ.

მსურველებს ვარდების მოედნიდან 8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან  3 და მეტრო „ვარკეთილიდან“ – 3 ავტობუსი მოემსახურება”.

კომენტარის დატოვება