„ნახევარი მილიონი ლარიდან რამე რომ ყოფილიყო, თუნდაც დასაქმების კუთხით უკეთესი იქნებოდა!“

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს დეპუტატებს 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო. შეხვედრის დასასრულს ქალაქის მერს საკრებულოს დეპუტატებმა შეკითხვები მისცეს.

დედაქალაქის მერთან კითხვები ჰქონდა დეპუტატ სევდია უგრეხელიძესც. მისი შეკითხვა 2017 წლის  ბიუჯეტში გამწვანებისთვის თანხების  გამოყოფას მილიონი ხეს ეხებოდა.

-„ყვავილებს არაფერი ჯობია. საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რომ არ იყოს ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ნახევარი მილიონი ლარიდან რამე რომ ყოფილიყო, თუნდაც დასაქმების კუთხით  უკეთესი იქნებოდა.  თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მილიონი ყვავილის დროა? ასევე მინდა გკითხოთ  მილიონ ხესთან დაკავშირებით რამდენმა  გაიხარა“,-მიმართა უგრეხელიძემ ნარმანიას.

კომენტარის დატოვება