“არანაირი აკრძალვა არ იქნება…”

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის ანცხადებას ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელშც უამრავი კომენტარი თუ სტატუსი სწორედ ამ განცხადებას ეძღვნება. ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, რომ მუსიკოსებს, რომლებიც ქუჩაში უკრავენ გადასახადი ექნებათ.

რა აკრძალვები და პრობლემები ექმნებათ მათ? ამ კითხვით ჩვენ მერიას დავუკავშირდით სადაც გვითხრეს, რომ  არანაირი აკრძალვა არ იგეგმება.

-სერგი გვარჯალაძემ განაცხადა,  რეგულაციაა საჭიროო. ამაზე გაკეთდა კომენტარები დღეს. არანაირი აკრძალვა არ იქნება, საუბარია მხოლოდ ადგილების გამოყოფაზე და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობაც ექნებათ“-გვითხრა თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მანანა თოქმაჯიშვილმა.

სოციალურ-ქსელში კი წერენ:

ღამის ქალაქში ქუჩაში დასაკრავად , “ლიცენზიაში” 20-30 ლარს რომ გადაიხდი რეპერტუარი თავისი ნოტებით მოყვება? მარაზმზე მეტია ეს ყველაფერი მაგრამ შესაბამის სიტყვას ვერ ვპოულობ… მეორედ მოსვლას გაცდენილი ქვეყანა!!!