„არა მარტო პროკურატურა, შს სამინისტრო და ყველა უწყება ცდილობს საქმე მიაძინოს”

ზაზა სარალიძე დღეს გენერალურ პროკურატურაში მივა და საქმის ახალ გარემოებებს გაეცნობა. მისთვის მიუღებელია მირზა სუბელიანის საპატიმროდან გატავისუფლება და ფიქრობს, რომ პროკურატურა საქმის გაყალბებას ცდილობს. შვილმოკლული მამა თვლის, რომ საგამოძიებო უწყება მიხეილ კალანდიასთვისხელის დაფარებას აგრძელებს.

-„არა მარტო პროკურატურა, შს სამინისტრო და ყველა უწყება ცდილობს, რომ ეს საქმე მიაძინოს. აუცილებლად უნდა გადავხედო ჩემს უფლებადამცველთან ერთად საქმის მასალებს. ფაქტია ისევ და ისევ მიდის მიხეილ კალანდიას ხელის დაფარება, ფაქტია მიდის ამ მასალების გაყალბება და წარმოჩენა ისე, რომ თითქოს არაფერი არ დაშავებულა დღემდე, მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ჩემი შვილის მკვლელი კიდევ ორი ადამიანი გარეთ დადის“-ამბობს ზაზა სარალიძემ.