„დაშინებით და მუქარით, რომ ვერ გამაჩუმეს, ახლა სამართალდამცავი უწყებებით მებრძვიან!..“

ბლოგი

ქეთი მიქაძე

საღამოს ნინო გოგოლაშვილს საიტზე ვწერდი. მან მითხრა, რომ ხელფასს ელოდებოდა, რომ რეზინის ხელთათმანები ეყიდა და დასუფთავების ახალგაზრდული აქცია მოეწყო, ანუ სოფელი პრობლემას საკუთარი ძალით აგვარებდა, დილით კი ნინოსთან გარემოს ზედამხედველობის სამსახურიდან მივიდნენ და ტერიტორიის დანაგვიანებისთვის სამართადდარღვევის ოქმი გამოუწერეს.

საქმეში რომ კარგად გაერკვეთ, ცოტა შორიდან მოვყვები. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ სოფლების დანაგვიანების შესახებ სიუჟეტი მოამზადა.

„იმედის“ ჟურნალისტები სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში იმყოფებოდნენ, გადაიღეს სოფლის დანაგვიანებული ტერიტორია, შეხვდნენ და გაესაუბრნენ მოსახლეობას.

ამ პრობლემას განსაკუთრებით აპროტესტებს ადგილობრივი აქტივისტი, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის ოფისის ხელმძღვანელი, ნინო გოგოლაშვილი. ის წლებია, ცდილობს, ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღება ამ პრობლემისკენ მიაპყროს.

სიუჟეტის გადაღებისას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებმა ნინოს სთხოვეს, ტელეკამერის წინ (კადრისთვის) ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე ნაგავი გადაეყარა, რაც ნინომ შეასრულა. სიუჟეტში ჩანს, როგორ მიაქვს ნინო გოგოლაშვილს პარკით ნაგავი და იქ გაშლილ ნაგავთან აგდებს.

აი, ამ ყველაფრის მერე ნინოს ზედამხედველობის სამსახურმა ჯარიმა დაუწერა და  უთხრეს, რომ სასამართლო გადაწყვეტს ჯარიმის ოდენობას.

ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, გარემოს დანაგვიანება 80-იდან 500 ლარამდე ჯარიმით შეიძლება დაისაჯოს.

ჩვენ თავად ნინო გპგპლაშვილს დავუკავშირდით.

-იმის გამო დამიწერეს ოქმი რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძვი,
ეს ფანდია, ასე დაშინებით და მუქარით, რომ ვერ გამაჩუმეს ახლა სამართალდამცავი უწყებებით მებრძვიან იმის ნაცვლად, რომ ურნები დადგას უპასუხისმგებლო მერიამ-გვითხრა ნინომ.

ვიცით ისიც, რომ კადრის გადაღების შემდეგ ნინომ გადაგდებული პარკი აიღო და ტერიტორიაც დაასუფთავა.

-ნინო, ამ ბოლო ხანებში ძალიან ხმამაღლა აფიქსირებ შენს აზრს, ხომ არ ფიქრობ, რომ ეს გაფრთხილებაა და ვიღაც ცდილობს დაგაშინოს და გაგაჩუმოს?

-ფაქტია , მაგრამ არც ადრე შევშინებულვარ და ახლა მითუმეტეს, უფრო აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას სოფლისა და ხალხის პრობლემების სააშკარაოზე გამოსატანად!

ნინომ ისიც გვითხრამ რომ რამდენიმე დღეში „სამოქალაქო მოძრაობის” თელავის ოფისის პრეზენტაცია შედგება და ადგილობრივ პრობლემებზე მუშაობაში უფრო აქტიურად ჩაერთვება.

ჭიქაში რომ ქარიშხალს ტეხ, ის ქარიშხალი აუცილებლად შენ წაგიგებს! ნინოს უკვე ბევრი ახალგაზრდა უდგას გვერდით, ბევრი კი მზადაა ადგილზე ჩავიდეს და ბოლომდე იბრძლოს ნინოსთან ერთად.

ძალიან უნიჭო რეჟისორის დადგმული აბსურდის თეატრია, გოგო, რომელიც საღამოს ჩემთან საუბრისას დასუფთავების აქციას გეგმავდა, დააჯარიმეს დადგმული დანაგვიანების გამო! კიდევ ერთხელ განვმეორდები-მან სიუჟეტისთვის დაგდებული ნაგვის პარკი ისევ აიღო!

ქვეყანაში აღარ ბნელა. ბატონებო!