ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეებზე…

დღეს ინფიცირებული არ გვყავს, მაგრამ ეს მაინც არაფერს ნიშნავს, რადგან კორონა სანამ არის დედამიწაზე, სამწუხაროდ, კარგი დღე ჩვენ არ გვექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

კორონა ისევ გრძელდება. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ როდესაც ქვეყანა გაიხსნებოდა, შემთხვევების დაბალი ნიშნული ყოფილიყო – ეს გამოგვივიდა და ახლაც ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეებზე, თუ ჩვენ ელემენტარულ წესებს დავიცავთ, კორონა იქნება მაგრამ არ იქნება ისეთი, რომ შეგვაწუხოს. კორონასთან თანაცხოვრებით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მიახლოებულ ყოფას ძალიან მცირე შეზღუდვებით“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.