“მშიშარა!” – გახარია შეძახილებით დააცილეს

ტვ პირველზე “რეაქცია” დასრულდა. შს მინისტრი სტუდიას ტოვებს, მას გარეთ ისევ აქციით ელოდებიან.

-იპარება, იმიტომ რომ ეშინია თავისი ხალხის! მასთან არანაირი მოლაპარაკება არ იქნება, რომ გადადგება, მერე შეიძლება დავეხმაროთ კიდეც. მინისტრი უკანა კარიდან გაიპარა! მშიშარა! ” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პარლამენტთან კი აქციის მონაწილეები ინტერვიუს პირდაპირ ეთერში აქციაზე ადევნებდნენ თვალს.