გოდერძი თევზაძეს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ სამართალდამცავს გოდერძი თევზაძეს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

გოდერძი თევზაძე, რომელსაც პროკურატურამ ბრალი რამდენიმე საათის წინ წაუყენა, ამ დრომდე დაკავებული არ არის.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, პროკურატურა გამომძიებელ გოდერძი თევზაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

უწყების ინფორმაციით, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძის დაძებნის ღონისძიებები აქტიურად მიმდიმარეობს. გაფრთხილებულია ყველა სასაზღვრო პუნქტი, რათა მოხდეს საგამოძიებო სამსახურების ინფორმირება ბრალდებულის დაკავების მიზნით.

კომენტარის დატოვება