ჯაჭვლიანი: სააკაშვილმა თავის სოფელს მიხედოს, მე ჩემს სოფელში გამანებოს თავი!

პრემიერის მიერ კურორტ თეთნულდის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანის დანიშვნას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ოპოზიციის კრიტიკას დეპუტატი “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ეხმაურება.

„მე პარლამენტში ჩემი სახელითა და გვარით მოვხვდი და სოსო ჯაჭვლიანი დეპუტატობის მანდატით არ გაუცნია საზოგადოებას! პირიქით, პარლამენტმა დამაზიანა, თორემ სიკეთე არაფერი მოუტანია ჩემთვის, ქილიკის მეტი არაფერი მიმიღია და ორჯერ მოვხვდი ჩაფიძის კლინიკაში!, საკაშვილი იძახის, თეთნულდის სათხილამურო კურორტის შექმნა ჩემი იდეა იყო, ამ პროექტს მე ვხელმძღავნელობდი და ახლა კვირიკაშვილმა ჯაჭვლიანს ჩააბარაო. მაგან თავის სოფელს მიხედოს იქ, სადაც აქვს მე ჩემს სოფელში გამანებოს თავი“- ამბობს ჯაჭვლიანი.

კომენტარის დატოვება