ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

17 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამურად 1,280 ბლოკი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. აღნიშნულ სამ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.