“ბრძანება მე გავეცი…”

საქართველოს შინაგან სქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია tv1-ის ეთერში გადაცემა „რეაქციის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის ბრძანება და კანონიერი სპეცსაშუალებების გამოყენება უბრძანა.

„გავეცი ბრძანება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და ამ კანონმდებლობის ფარგლებში, გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის კანონმდებლობით აბსოლუტურად, სრულად გაწერილი. რატომ?! იმიტომ, რომ პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და დაიცვას მართლწესრიგი და სამოქალაქო წესრიგი ამ ქვეყანაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.