სპეცოპერაცია Al Jazeera-ს ობიექტივში

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენები ტელეკომპანია  Al Jazeera -ს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

მასალაში წერია, რომ თბილისში  აფეთქებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ხმა ისმოდა,“ალ ჯაზირა“ წერს, რომ   კონტრტერორისტულმა დაჯგუფებებმა ქალაქის გარეუბანში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ალყაში მოაქციეს, რადგან იქ ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან გამაგრებულნი, რომლებიც  უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

გამოცემის ინფორმაციით ეჭვმიტანილები 2 წელია მითითებულ მისამართზე ცხოვრობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო 100 პოლიციელი და მეხანძრე. საცხოვრებელი კორპუსიდან ნაწილობრივ ევაკუირებულია მოსახლეობა

მიმდინარე მოვლენებზე საჯარო განცხადებები არ ყოფილა..

http://www.aljazeera.com/news/2017/11/gunfire-heard-georgia-forces-storm-tblisi-apartments-171122091700447.html