,,ომი ჩვენს ობიექტივში” – ფოტოგამოფენა

8 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა – „ომი ჩვენს ობიექტივში“ გაიმართება.

გამოფენაზე, რომელიც აგვისტოს ომის 9 წლისთავს ეძღვნება, წარმოდგენილი იქნება ფოტორეპორტიორების – გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ივანე შლამოვი, ნოდარ ცხვირაშვილი და გლებ გორანიჩის ფოტოები.

დასწრება თავისუფალია.