ქიტესაშვილის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

სასამართლო პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატ ლელა ქიტესაშვილის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს 13.00 საათზე გამოაცხადებს.

ქიტესაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს.

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანის თქმით, თიანეთში არჩევნები ხელმეორედ არ ჩატარდება, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სწორედ, ცესკოს ეს გადაწტვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში ლელა ქიტესაშვილმა.