“განსაცდელი მთელ მსოფლიოშია, მაგრამ ღვთისმშობელი არ დაუშვებს ქართველი ერის დაცემას”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და ღვთისმშობელი არ დაუშვებს ქართველი ერის დაცემას.

-„ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ პერიოდში, განსაკუთრებულ დროს, როცა ადამიანებს რთული ცხოვრება უდგათ წინ, როდესაც ადამიანებმა განიცადეს დიდი განცდები, გამოცდები და ადამიანის ფსიქიკა დაზიანებულია და შიშით არის შეპყრობილი.

მინდა ღვთის წყალობით მოგმართოთ, რომ ნურაფრის გეშინიათ, უფალი ჩვენთან არის, უფალი წყალობს საქართველოს. მართალია, განსაცდელი მთელ მსოფლიოშია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ დაეცეს ქართველი ერი“ – ბრძანა პატრიარქმა.