მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოები უფასო იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება.

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ქედაში ისაუბრა, სადაც მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.