აქ შეკრებილი ადამიანებიდან ზოგი ტირის, ზოგიც შიშისგან ვერ იღებს ხმას…

დავით დოლიძე

ამ წუთებში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიცია სრულად აკონტროლებს ვითარებას. პოლიციის ლენტის მიღმა არ უშვებენ არც მედიას და არც სამოქალაქო პირებს.

ემოცია ძალიან დიდია. აქ შეკრებილი ადამიანებიდან ზოგი ტირის, ზოგიც შიშისგან ვერ იღებს ხმას. ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ იმედი აქვთ ოპერაციის მშვიდობიანად დასრულების.

როგორც აქ ამბობენ, კორპუსიდან მოსახლეობა გამოყვანილია.  ჩვენ ვრჩებით ადგილზე და ახალ ინფორმაციებს ოპერატიულად მოგაწვდით.

ფოტო გადაღებულია 1 საათით ადრე