პუტინმა სააკაშვილი ნავალნის შეადარა

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა პრესკონფერენციის დროს ვლადიმერ პუტინს ჰკითხა დაუშვებდნენ თუ არა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის არჩევნებზე. რუსეთის პრეზიდენტმა კი ნავალნი მიხეილ სააკაშვილს შეადარა.

“ვინც ახლა დაასახელეთ, – ეს სააკაშვილია, ოღონდ რუსული ვერსია. თქვენ გსურთ, რომ ასეთმა სააკაშვილებმა გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში?”, – უპასუხა სობჩაკს პუტინმა.