თემურ მიქელაძე: ბავშვებში კოვიდინფიცირების რისკი დღესაც მაღალია, თუ დავიცავთ ჰიგიენურ ნორმებს ავიცილებთ ფართო გავრცელებას

ბავშვებში კოვიდინფიცირების რისკი დღესაც მაღალია. ოქტომბერ-ნოემბერში, ამ კატეგორიაში დღეში ინფიცირების 15-დან 20-მდე შემთხვევა გვქონდა. სწორედ ამიტომ მივეკუთვნებოდი ყველაზე მაღალი რისკის მქონე ექიმთა ჯგუფის კატეგორიას და ერთ-ერთი პირველი ავიცერი დღეს და ამ თემზე ორჭოფობა არ მქონია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „დღის ქრონიკაში“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.

„მე თვითონ ვარ იმუნიზაციის პროფილაქტიკური საბჭოს წევრი და ოქტომბრის ბოლოდან ყოველდღიურად გვქონდა ჩართულობა და უამრავი ვებინარი. თუ ოქტომბერში იყო 15-20 შემთხვევა იყო, ახლა არის 2-3 შემთხვევა კვირაში. ჩვენმა ბავშვებმა, სკოლებმა მეტ-ნაკლებად ისწავლეს ჰიგიენური ნორმების დაცვა და ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაცია. თუმცა საგანგაშოა, რომ ნიღბის ტარების მაჩვენებელი ჩამოვიდა 70%-დან 60-65%-ის ფარგლებში. ჩვენ არ დაგვიმარცხებია არაფერი და მუდმივად შეგვიძლია ველოდოთ ახალ ტალღას“, – განაცხადა მიქელაძემ.