უკრაინამ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე – უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინამ რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„მარიუპოლში კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, დღეს ჩვენს ძალისხმევას სწორედ აქ გავამახვილებთ“, – წერს ვერეშჩუკი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რუსული ძალების მიერ ალყაშემორტყმულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში რამდენიმე კვირაა ათასობით ადამიანია ჩარჩენილი.