აშშ თურქეთში საელჩოს ხურავს

მას შემდეგ, რაც ანკარაში უცნობმა პირმა აშშ-ს საელჩოსთან  ცეცხლი გახსნა, ამერიკამ  ანკარაში საელჩოს, სტამბულსა და ადანეში კი საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

თურქული მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით 04:30 საათზე ჰაერში 8-9 ჯერ გაისროლა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

მამაკაცი ყვიროდა “ნუ გვეთამაშებით”.

აშშ-ის საელჩოსთან სროლა ანკარაში საგამოფენო ცენტრში რუსეთის ელჩის ანდრეი კრილოვის მკვლელობიდან რამდენიმე საათში მოხდა.

კომენტარის დატოვება