რატომ შეფერხდა ზაჰესის ხიდის მშენებლობა

ზაჰესის ხიდის მშენებლობის პროცესი შეფერხებულია. რა გახდა მიზეზი, ამაზე თავად თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა კომენტარი.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ზაჰესის ხიდზე მოვხსენით საფარი და ვნახეთ ხიდზე არსებული მდგომარეობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაცვლად ძველი ხიდის აღდგენისა აგვეშენებინა ახალი ხიდი. ძველი ხიდი დატვირთულია სხვადასხვა სახის კომუნიკაციებით. იქ რამდენიმე კომპანიის საკუთრებაში არსებული მილსადენი გადის, იქვე ავტოტრანსპორტის გატარება ხიდის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეუწონელი იქნებოდა ტექნიკურად. სწორედ ამიტომ მივიღეთ ახალი ხიდის მშენებლობის გადაწყვეტილება, რამაც პროექტის გადაკეთება, დამატებითი რესურსები და დრო მოითხოვა”- განაცხადა  ნარმანიამ.

კომენტარის დატოვება