„გამიჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან“

„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია“გაზპრომთან“ ხელმოწერაზე საუბრისას ამბობს, რომ პროდასავლური მიმართულების ადამიანებს აღელვებთ ეს ახალი ხელშეკრულება და შემაშფოთებელია საკითხის ასე დასმა.

-„ხელისუფლებამ არჩევნების წინ მოახერხა ამ საკითხის გვერდის ავლა, ალბათ იმიტომ, რომ არ დაეკარგა რეიტინგი, მაგრამ არცევნების შემდეგ დათმო, თუ დაათმობინეს და დათანხმდა ხელშეკრულების პირობებს. გამიჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. აქ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეთანხმების ფაქტია. „გაზპრომი“ რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშაა და ის ყოველთვის თამაშობს პოლიტიკურ ფიგურას.

აუცილებელია გასაჯაროვდეს ხელშეკრულების ყველა დეტალი და საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს“-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარის დატოვება