ხანძრის შედეგად ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვით ღია ცის ქვეშ დარჩა

ბათუმის ე.წ. „ოცნების ქალაქში“ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე არაერთხელ მოგვიყოლია ჩვენი მკითხველისთვის, იქ არსებულ გაუსაძლის პირობებს კიდევ რამე თუ დაამძიმებდა, ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ დღეს, გამთენიისას „ოცნების ქალაქში“ ხანძარი გაჩნდა. მთლიანად დაიწვა ბაგრატ მახარაძის საცხოვრებელი 20 კვ/მ -ის ქოხი, სადაც 3 ადამიანი ცხოვრობდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

მახათაძეების ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვით ღია ცის ქვეშ დარჩა. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით აღნიშნულ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ, დღესვე კომენტარს გააკეთებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

დეტალებს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.

კომენტარის დატოვება