კრემლისა და თეთრი სახლის განსხვავებული შეფასებები

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი პუტინმა მილოცვით დაიწყო. მან ტრამპს გაპრეზიდენტება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრეზიდენტი ეს ახალი ურთიერთობების დაწყების იმედია. როგორც კრემლის გარემოცვა საუბრობს, მოლოდინი გამართლდა და ახლა ურთიერთობები ყველა სფეროში ახალი ფურცლიდან იწყება.

პრეზიდენტებმა ისაუბრეს როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხებზე. განიხილეს ყველა საკითხი სირიიდან უკრაინამდე, თუმცა ოფიციალური კრემლის განცხადებით, უმეტესი დრო სირიის კონფლიქტს და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს დაეთმო. საუბარი შეეხო ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას, არაბულ-ისრაელურ კონფლიქტს, ირანის ატომურ პროგრამას და კორეას.

რაც შეეხება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, კრემლი ამ საკითხზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ ოფიციალური მოსკოვი პირველი არ წამოწევს ამ თემას.

-„თუ ტრამპი ნამდვილად დაინტერესებულია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენითა და დარეგულირებით, ის თავად წამოწევს ამ თემას და გააუქმებს სანქციებს“-აცხადებენ მოსკოვში.

ამერიკის კონგრესში კი წინააღმდეგნი არიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებით. კონგრესმენი ჯონ მაკეინი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს გადადგამს, ისინი შეეცდებიან მიიღონ ახალი კანონი, რომელიც გაამკაცრებს სანქციების მოხსნის თემას.

საუბრის დასასრულს ტრამპმა პუტინს სთხოვა, რომ გადასცეს რუს ხალხს, ამერიკელები სიმპატიით და პატივისცემით არიან განწყობილნი მათ მიმართ. თავის მხრივ პუტინმაც ანალოგიური განცხადების გაკეტება სთხოვა ამერიკელი ხალხისთვის.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მუდმივად იქნებიან კონტაქტზე და ასევე გასცეს განკარგულება, რათა დაჩქარდეს მათი პირადი შეხვედრის ადგილის და დროს დადგენა.

ოფიციალური მოსკოვი საერთო ჯამში ამ სატელეფონო საუბარს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მოლოდინი მართლდება.

თეთრმა სახლმა კი შეფასება კრებლის შეფასების შემდეგ გამოაქვეყნა და საკმაოდ მოკლედ გადმოსცა ინფორმაცია.

-„ეს იყო დადებითი სატელეფონო საუბარი, საჭიროა ურთიერთობების გაუმჯობესება“-წერს თეთრი სახლი თავის ოფიციალურ საიტზე.

თეთრი სახლის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საუბარი ძირითადად სირიის კონფლიქტს და ტერორიზმთან ბრძოლას შეეხო, უკრაინისა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხზე ტრამპის ადმინისტრაცია არაფერს წერს.

 

კომენტარის დატოვება