რას ყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი, რომელსაც ურბნისის ეპარქიაში ფიზიკურად გაუსწორდნენ

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეპარქიაში, მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ მან “რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა.

“სტუმრად ვიმყოფებოდი მეუფე იობთან ჩასული, მითხრეს, რომ იქ იმყოფებოდა მეუფე სვიმეონი. მე მასთან შეხვედრა არ მსურდა და ვთქვი – მირჩევნია ქვეწარმავალს შევხვდე ვიდრე მასთქო. ვაღიარებ, რომ ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ადამიანი ხომ შეიძლება ასეთ ხასიათზე იყოს და არ სურდეს ვინმეს ნახვა. მე მეუფესთვის არ მიწოდებია ქვეწარმავალი.

ამას მოჰყვა დაძაბული საუბარი, მეუფე სვიმეონის თანმხლები პირი ფიზიკურად შემეხო,” – ამბობს დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი.