მეუფე ნიკოლოზი გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე: ქალბატონი დანილინა რუსეთიდან ჩემთან სტუმრად ჩამოდიოდა, ის პირადად სააკაშვილსაც გავაცანი

ეს ქალბატონი 2007-2008 წლიდან ჩამოდიოდა, ის პირადად სააკაშვილსაც გავაცანი – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა „ტვ პირველის“ ეთერში, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.

„ერთი პერიოდი თავიდან ძალიან ხშირად ჩამოდიოდა და იცოდა მთელმა თბილისმა, ვინც მე მიცნობდა, რომ ჩამოდიოდა რუსეთიდან ჩემთან სტუმრად. 2013 კი არა, ალბათ 2007 თუ 2008 წლიდან, აღარ მახსოვს ზუსტად, ყველა ჩემი ახლობელი იცნობდა ამ ადამიანს, ძალიან მკაფიო და ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. ყველა გავაცანი, მიშა სააკაშვილსაც გავაცანი, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ რუსეთთან ნორმალიზება გაგვეკეთებინა, იმ პერიოდში ყველამ იცოდა, რომ მე ამ ადამიანთან ვურთიერთობდი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.