რეგიონალურ ნაწილში ჩავარდნას, ვაქცინაციის ნელ ტემპს რასაც ჩვენ ვხედავთ, ამას აუცილებლად ზემოთ ამოვწევთ და ამოვქაჩავთ – კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სწორი საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში და რანგში აყვანა არის საჭირო.

“იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება რომ გვინდა, ეს არის ცალსახა. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ბევრი ნეგატიური ინფორმაცია, რომელზეც ადამიანები რეაგირებენ. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სწორი საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში და რანგში აყვანა. ერთადერთი სერიოზული პრობლემა, რასაც ჩვენ ვატყობთ, დიდ ქალაქებში მეტ-ნაკლებად ადამიანების აქტიურობა შეინიშნება, მაგრამ რეგიონებში არის ლოჯისტიკური პრობლემები.

ეს თუ მოხერხდება, სადაც უნდა იყოს მობილურ ბრიგადასთან ერთად, თუნდაც ის ოჯახის ექიმი, რომელიც იმ სოფელზეა პასუხისმგებელი, რადგანაც მას დიდი ნდობაა აქვს და მისი რეკომენდაციით და მეთვალყურეობით მოხდება ვაქცინაციის პროცესი. რეგიონალურ ნაწილში ჩავარდნას, ვაქცინაციის ნელ ტემპს რასაც ჩვენ ვხედავთ, ამას აუცილებლად ზემოთ ამოვწევთ და ამოვქაჩავთ,” – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი