თენგიზ ცერცვაძე: არც ექიმები და არც შესაბამისი სტრუქტურები არ უნდა ავყვეთ პოპულისტურ მოწოდებებს, რომ დღესვე მოიხსნას ყველა რეგულაცია ერთად

არც ჩვენ, ექიმები და არც შესაბამისი სტრუქტურები არ უნდა ავყვეთ პოპულისტურ მოწოდებებს, რომ დღესვე მოიხსნას ყველა რეგულაცია ერთად, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„არც ჩვენ, ექიმები და არც შესაბამისი სტრუქტურები არ უნდა ავყვეთ პოპულისტურ მოწოდებებს, რომ დღესვე მოიხსნას ყველა რეგულაცია ერთად. ამით იგივე მოსახლეობა, ვინც დღეს შეჭირვებულია და შეწუხებულია ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით, კიდევ უფრო მეტად დაზარალდება. ორი პირობა უნდა შესრულდეს, ერთი, რეგულაციების მოხსნა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და მეორე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გახლავთ პირბადეების გამოყენება. მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს და უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი კეთილდღეობა და თუნდაც ნორმალური ცხოვრებისკენ მისწრაფება და ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა გადის პირბადეების ტარებაზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.