ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვილს მიმართა – ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ, მიყვარხარ და მენატრები, მადლობა ქართველ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის

ლუკას, მამიკო, მინდა, რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, – ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას მასტერსის მოგების შემდეგ ეს სიტყვები ქართულად წარმოთქვა.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. ფინალში მან ორ სეტში ისე მოუგო ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მას – 7:6(5), 6:2. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.