ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.

ფინალში მან ორ სეტში ისე მოუგო ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მას – 7:6(5), 6:2. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.