“მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე არ მოგვიხდენია და არ მოვახდენთ რეაგირებას”

Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ჩანაწერი პროვოკაციაა.

“არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ვებსაშუალებით, მათ შორის უკრაინული „ვიკილიქსიდან“ განხორციელებული არაერთი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას. არც მაშინ და არც ახლა, მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე არ მოგვიხდენია და არც ახლა მოვახდენთ რეაგირებას”,- განაცხადა აბაშიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა არ უპასუხა კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა ამ ჩანაწერის გამო გამოძიება.