რატომ მღებრიშვილი? იმიტომ რომ ის მიუღებელი პერსონაა ლუჟკოვის და პუტინის ღამის მგლების შემდეგ…

გიორგი მუხიგულაშვილი

უფლებადამცველი

-რუსებს სააკაშვილის დასჯასთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ის იმედი აქვთ, რომ იგი დაისაჯონ საკუთარ ქვეყანაში.

გამომდინარე იქიდან, რომ  სააკაშვილი ქვეყნიდან წავიდა და არც ერთმა სახელმწიფომ არ დასაჯა , გაჩნდა ბოლო იმედი – საქართველოში მომხდარიყო მისი ექსტრადირება და აქ გასამართლებულიყო.

რა გამოდის? მიშას დასჯით და მისთვის დამტკიცებული ბრალდებებით მიშა აქ უნდა ჩამოათრიონ მიუსაჯონ მაქსიმუმ 10 წელი და 10 წლის შემდეგ გათავისუფლდეს და სუფთად, ცოდვებმიტევებულად უნდა გამოგვეცხადოს ისევ პოლიტიკაში?

ამ ყველაფერს ფონზე დაიგეგმა სპეც ოპერაცია და გუშინ ვიხილეთ აღნიშნული ვიდეო, რათა ისევ გაემწვავებინათ სააკაშვილის ექსტრადიციის საქმე, რათა რუსეთის ხისუფლებას სხვა მხრივ არანაირი ბერკეტი არ დარჩენია მიშასთან ანგარიშწორების .

რატომ მაინც და მაინც მღებრიშვილი?

თუ ლიდერებს აგებენ ანკესზე რატომ სხვა არ შეარჩიეს ? იმიტომ, რომ მღებრიშვილის კისერზე გადაიარა Visa Free  ევრო ძალოვნებთან ურთიერთობის დალაგებამ და ქართული ძალოვნების დამოუკიდებლობის მოპოვებამ, რაც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და ზოგ-ზოგიერთ ძალებს ძალიან აღიზიანებთ .
მღებრიშვილი თან საკმაოდ მიუღებელი პერსონაა ლუჟკოვის და პუტინის ღამის მგლების შემდეგ, მაგრამ გათვლა, რომ მას მიაყენებდა დარტყმას – “ვერ მოგართვით”

ეს სისულელე ორ სამ დღეში ყველას მიავიწყდება და ისევ შემართებით გააგრძელებს მინისტრი მუშაობას, პოლიციელი დამნაშავის დაკავებას, მაშველი ხალხის გადარჩენას და თქვენ ისევ იმ სულელური ცხოვრებით გააგრძელებთ ცხოვრებას, რა სულელური ცხოვრებითაც ახლა ცხოვრობთ!

შეგახსენებთ:

რუსი ინტერნეტმასხარების – ვოვანის (ვლადიმერ კუზნეცოვი) და ლექსუსის (ალექსეი სტოლიაროვი) – მტკიცებით, ისინი მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ესაუბრნენ. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, Страна.ua-მ YouTube-ზე ატვირთა და სტენოგრამაც გამოაქვეყნა. Страна.ua წერს, რომ პრანკერებმა გიორგი მღებრიშვილთან მიმოწერაც წარმოადგინეს, რომელშიც ის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს შორის მიხეილ სააკაშვილზე მოლაპარაკებების დეტალებს აზუსტებს.