“აფხაზეთი საქართველოა და არავითარი განსაკუთრებული სტატუსი არ სჭირდება!”

F-news

მალხაზ პატარაია

,,აფხაზთა კრების“ წევრი, მოძრაობა ,,დაბრუნების“ ლიდერი

-“ახლა წავიკითხე, რომ წინადადება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისათვის განსაკუთრებული სტატუსის კონსტიტუციაში მინიჭების შესახებ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე დაუყენებია ავთანდილ დემეტრაშვილს. ეს პერსონა სრულიად შემთხვევით ამ რამდენიმე ხნის წინ ვნახე. მითხრა, რომ ივანიშვილი კულუარებში საუბრობს, კონფედერაციის გარდა არაფერი გვიშეველისო. ვკითხე, ანუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდათ?

,,დამოუკიდებელი არ არის? ერთმა ქვეყანამ თუ აღიარა, უკვე ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არის, ეს ლევან ალექსიძის წიგნებში წერიაო“,- შუბლის ძარღვი არ შეტოკებია ამ ყველა ხელისუფლების ლაქიას.

ძალიან მკვეთრი რეაქცია მივეცი, მათ შორის საერთაშორისო აქტების და ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების მოხმობით და ასე დავშორდით. შემდეგ ორჯერ სატელევიზიო ეთერით ვთქვი, რომ ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას ამზადებს, ამას ნიშნავს კვირიკაშვილის განცხადებები ახალი თამამი მიდგომების შესახებ-მეთქი.. ალბათ ბევრმა ირონიულად ჩაიცინა კიდევაც ჩემს ამ გაფრთხილებაზე. აი, თვალნათელი ფაქტიც: დემეტრაშვილი და მას აყოლილი ბანდიტი ქუცნაშვილი, ორივე ივანიშვილის კარის უისინდისო და უთავმოყვარეო მოსამსახურე, მათ პატრონთან ერთად შლიან საქართველოს.

აფხაზეთი საქართველოა. აფხაზეთს არავითარი განსაკუთრებული სტატუსი არ სჭირდება. მას ისედაც აქვს ასეთი სტატუსი ავტონომიის სახით. ვისაც ამ ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება, არ მინდა ვთქვა ის სიტყვები, რომელიც ეხლა ენაზე მომადგა”

კომენტარის დატოვება