“ვიცი არ დამეთანხმებით ნაციონალები და გასუსულ-გაყუჩულ-კმაყოფილი მეოცნებეები…”

         F-news

     ნიკა მემანიშვილი

   უფლებადამცველი

-“ვუყურებთ რუსთავი 2-ს და ვხედავთ, რომ მთელი ტელევიზია გადაქცეულია პარტიულ-პოლიტიკურ ინსტრუმენტად, ყველა გადაცემა, მათ შორის იუმორისტული გადაცემებიც კი, მიმართლია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ და ნაციონალური მოძრაობის მორალური რეაბილიტაციისკენ, ყველა გადაცემაში მიდის ანტისახელისუფლებო პროპაგანდა და იხატება ვითარება თითქოს ქვეყანა იქცევა, ეს არ არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, მიუკერძოებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა…

ვუყურებთ ,,იმედს” და ვხედავთ რომ ეს ტელევიზია მეორე უკიდურესობაშია გადავარდნილი, რუსთავი ორისგან განსხვავებით იმედის თითქმის ყველა გადაცემა მიმართულია იქით თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის ხალხი ბედნიერია და პრობლემებიც არ არსებობს, ეს საარჩევნო ფიარტექნოლოგიაა და ამ შემთხვევაში იმედი ასრულებს უშუალოდ სუსის მითითებებს, ტელეკომპანია იმედი დღეს ჭეშმარიტად სახელისუფლებო არხია… ჯერ კიდევ ერთი წლის ვამბობდით რომ იმედი გაისუსა, იმედი ისეთივე პარტიული ბრძოლის ინსტრუმენტია, როგორც რუსთვი ორი. ეს არ არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, მიუკერძოებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა…

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მე რაც ცნობიერება მაქვს არ მახსოვს ეს ტელევიზია ჭემარიტად საზოგადოების მსახური ყოფილიყო, სამწუხაროდ ყველა ხელისუფლება ახერხებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელისუფლებო ტელევიზიად ექცია, სამწუხაროდ დღესაც ასეა, სუსის ჩარევით დაიხურა პოლიტიკუღი თოქ-შოუები იმედზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რითაც სათავე დაედო იმედის და პირველი არხის გასუსვას, დღეს ორთავე ჭშმარიტად სახელისუფლებო არხია…

რაც შეეხება დანარჩენ ძირითდ ტელევიზიებს… მე მომენატრა მაესტრო, რომელიც მუდამ სიმართლის სადარაჯოზე იდგა, კავკასია, საიდანაც მუდამ ისმოდა განსხვავებული აზრი, ობიექტივი, სადაც ყველა საჭირბოროტო და აქტუალური თემა ვრცლად განხილვადი იყო.

და ასე შემდეგ….

აღარაფერს ვამბობ სხვა ტელევიზიებზე რეგიონალურ მედია საშუალებებზე ბეჭდურ მედიაზე, საინფორმაციო სააგენტოებზე და ა.შ.

გეკითხებით მეგობრებო, დღეს მედია თვისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია? ამისვთის ვიბრძოდით იმ ავადსახსენებელ წლებში? ეს იყო ჩვენი ოცნება და მიზანი?

ვიცი არ დამეთანხმებით ნაციონალები და გასუსულ გაყუჩულ კმაყოფილი მეოცნებეები, მაგრამ ერთი წამით თქვენს გულში მაინც დაფიქრდით საით მიგვყავს ქვეყანა????

 

კომენტარის დატოვება