ჯერ ალასანია ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ…

თინა ხიდაშელი პრემიერის მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერი დღეს მთავარ შეცდომას უშვებს.

“მე ვფიქრობ, რომ მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერმინისტრი. თავდაცვის სამინსიტრო არის სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი უწყება. ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი უფრო ყველაზე პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, როგორც საგარეო ურთიერთობებში ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს სამხედრო, მაგალითად.

ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. არ ვიცი ეს რა მიზანს ემსახურება, მე შემიძლია გითხრათ ცალსახად, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“ – განაცხადა უკვე ყოფილმა მინისტრმა ხიდაშელმა.

კომენტარის დატოვება