“სახელმწიფო სამართალზე იგება და დამნაშავე კანონის შესაბამისად ისჯება!”

დემურ გიორხელიძე

-“საქართველოში თითქოსდა უნდათ ააშენონ სახელმწიფო, მაგრამ ადამიანებს ავიწყდებათ -სახელმწიფო სამართალზე იგება და დამნაშავე კანონის შესაბამისად ისჯება! როცა დამნაშავეს ორნახევარი ასეული ათასი ადამიანი აძლევს ხმას, იმ ხალხს სახელმწიფო არასდროს ექნება,  ანდა ის “სახელმწიფო” ექნება რაც იყო:
ადამიანის შეურაცხმყოფელი, ადამიანის გამაუპატიურებელი, ადამიანის გამაღარიბებელი მძარცველი, უტიფარი და ბოროტი.

საზოგადოება, სადაც ბოროტებას ეგუებიან და მორჩილებენ, ღირსეულ გარემოს, სადაც ადამიანი საკუთარი შრომით კეთილდღეობას შეიქმნის და თავისუფლად იცხოვრებს,  ვერასოდეს შექმნის,  რადგან ცხრაწლიანი მეხსიერება წაშლილი აქვს და  დამნაშავის ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება სურს და…
ნაწილობრივ აბრუნებს კიდეც…

როცა ადამიანების საკმაო ნაწილი ბოროტების მსახურებით საკუთარ კეთილდღეობას ქმნიან[რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ კიდეც, დღეს იმედიანად იქნებიან, რომ…

ადრე თუ გვიან ეს არშემდგარი სახელმწიფო ბოროტების გამარჯვების განმეორების შანსს მისცემს…

როცა პოლიტიკური ახლომხედველობა კრიტიკულ ზღვარს სცილდება, იქ ისტორია მეორდება:
ყველა მხსნელ/ბელადი პოლიტიკური კრიზისის გზით ჩამოსცილდა ქვეყანას, მაგრამ ამ კრიზისებმა ქვეყანა საშინლად დააზიანა!

ახლაც ასე იქნება… ადრე თუ გვიან!

კომენტარის დატოვება