საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა – ინფიცირების ახალი მაჩვენებელი 232-ს შეადგენს

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 385 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 232 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 117 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 385 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 652 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 733 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 232 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 692-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.20%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 591-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.