თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ჩამონათვალი

5 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), გურიელის, შალვა ნუცუბიძის, დუდუ დადიანის, პაბლო პიკასოს, ზურაბ მუზაშვილის, ირაკლი გამრეკელის, ძოწენიძის, დავით გამრეკელის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, ქვემო აჟარის, ზარწემის, ალექსანდრე ბანძელაძის, პოლიტკოვსკაიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ბეთანიის, ბზიფის, გალავნის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, საინგილოს, თეძამის და გოლოვნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, უნივერსიტეტის და საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას.