“ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას რა ახდენს ახლავე მოგახსენებთ…”

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის განცხადებას- „ ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან ქუჩაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან და ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, ვფიქრობ, ესეც მოსაწესრიგებელია. ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი “ ზვიად ტომარაძე ეხმიანება და ამბობს:

-მერიის წარმომადგენელს უთქვამს ქუჩის მუსიკოსებმა ქუჩაში მუსიკის დაკვრაზე ნებართვა (დოკუმენტი) უნდა აიღონ, რადგან ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენსო…

ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას რა ახდენს ახლავე მოგახსენებთ:
მოწყალების უამრავი მთხოვნელი ქალაქში, განსაკუთრებით აგრესიულობით გამორჩეული ციგნები. ამავე მიზეზით ქუჩაში “გამოყრილი” ბავშვები;
საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა;
ბინძური ქუჩები და ქუჩაში დაყრილი ნაგავი;
მწვანე ტილოჩამოფარებული შენობები, რომელიც წლობით რემონტდება და ამახინჯებს ქალაქის იერსახეს;
შენობებზე გაკრული სარეკლამო–საარჩევნო პლაკატები;
ეკოლოგიურად დაბინძურებული ქალაქი;
ხშირად შენობებზე ნუმერაციის არქონა;
ძველი წიგნებით მოვაჭრეები (გასაგებია გაჭირვების გამო დგანან, მაგრამ რუსთაველზე ძალიან უშნო სანახავია);
გაუმართავი კოლექტორები, რომლებიც პატარა წვიმასაც ვერ უძლებს და ქუჩები ფაქტიურად იტბორება;
კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საკმარისია…