სამყაროში ყველაფერი კანონზომიერების პრინციპზეა აგებული, არაფერია არც ზედმეტი და არც ნაკლები…

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

სამყაროში ყველაფერი კანონზომიერების პრინციპზეა აგებული,არაფერია არც ზედმეტი და არც ნაკლები სწორედ ამ გზით იცავს სიცოცხლე საკუთარ თავს და ამას მე ვერასოდეს ვუგულებელვყოფ…

-“ხშირად საუბრობენ გენდერულ თანასწორობაზე, ქალზე, როგორც აქტიურ სამოქალაქო პირზე და ნელ ნელა ინგრევა დამკვიდრებული სტერეოტიპი “სუსტი” და “ძლიერი” სქესის ირგვლივ.
გლობალიზაციის პროცესმა და მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებმა წინ წამოწია ქალის როლი თანამედროვე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებში და საჭიროებიდან გამომდინარე მისი აღიარება საკანონმდებლო დონეზეც მოხდა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემაც,საზოგადოების მიდგომაც ეტაპობრივად გადადის ცივილურ რელსებზე რაზეც მეტყველებს ქალთა სიმრავლე როგორც წამყვან ასევე ქვედა რგოლის პოზიციებზე რაც ჩემთვის როგორც ქალისთვის სასიხარულოა რადგან მიმაჩნია რომ გენდერული უთანასწორობა პოლიტიკურ სფეროში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ არსებით დაბრკოლებას დემოკრატიული განვითარების გზაზე.
ამბობენ რომ “პოლიტიკა’’თამაშია, თამაში წესების გარეშე, რომ იქ, მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან.
ვეთანხმები, თუმცა მთავარია სწორად გავიაზროთ თუ რა სახის სიძლიერეზეა აქ საუბარი.

პოლიტიკას სჭირდება გონებრივად ძლიერი ადამიანები შესაბამისი უნარ-ჩვევებით და ის არ არის დამოკიდებული სქესზე ანუ გამოდის რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ამ სივრცეში დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პირის გონებრივ შესაძლებლობებსა და საჭირო უნარ-ჩვევებზე.
თვალს თუ გადავავლებთ ვნახავთ რომ ქალ მმართველებს მსოფლიო ისტორიაში,მსოფლიო პოლიტიკური რუკის ცვლილებაში მამაკაცებზე ნაკლები წვლილი არ მიუძღვით.

უამრავ მმართველ ქალს შორის რომლებმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ისტორიის ფორმირებაში გვხვდებიან: თამარ “მეფე” ერთადერთი ქალი რომელსაც ეს ტიტული აქვს,ეგვიპტის უკანასკნელი მმართველი კლეოპატრა,ინგლისის დედოფალი ვიქტორია,საფრანგეთის დედოფალი ევგენია,უ ძეტინი რომელიც ერთადერთი ქალიგახლდათ ჩინეთის 4000 წლიან ისტორიაში მამაკაცის ტიტულით ”იმპერატორი”,რუსეთის იმპერიის მმართველი ეკატერინე მეორე,უახლესი ისტორიიდან არგენტინის პირველი პრეზიდენტი ქალბატონი ესტელა მარტინეს დე პერონი და სხვა მრავალი.

რა არის პოლიტიკა?

პოლიტიკა ესაა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება რომელიც საჭიროებს შესაბამის უნარ-ჩვევებს და ვთანხმდებით რომ მას არ აინტერესებს სქესი.

მაინც რატომ ქალი პოლიტიკაში?

მაინც რა არის ის მთავარი,რასაც პოლიტიკოსი ქალისაგან ელის საზოგადოება?

ამჯერად მცირე ჩამონათვალით შემოვიფარგლები:

პირველი – ესაა პოლიტიკაში განსაკუთრებული ქალური სტილი,რომელსაც ადამიანებისა და სოციალური საკითხების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება ახასიათებს.

მეორე – ქალები მშვიდობისმოყვარეობით გამოირჩევიან,არ არიან მიდრეკილნი ძალის გამოყენებით ომებითა და კონფლიქტებით გადაჭრან პრობლემები,ისინი ნაკლებად აგრესიულნი და ავტორიტარულნი არიან ანუ ქალები

პოლიტიკაში-ესაა შანსი მეტი დიალოგისა და თანამშრომლობის რაც თავისთავად ამცირებს ომის წარმოშობის ალბათობას.

ქალის ძირითადი მახასიათებლები:

ქალი შრომისმოყვარე,მიზანმიმართული,დახვეწილი,ჰუმანური,გონიერი არსებაა.

ქალი ფლობს დიდ სულიერ ძალას, გააჩნია მაღალი ეთიკური ნორმები, განსაკუთრებული უნარი დაამყაროს და განავითაროს კარგი ურთიერთობები ხალხთან.

ქალი საუბრობს ლაკონურად,კონკრეტულად,მოქმედებს მიზანმიმართულად სიხისტის გარეშე.
ქალი დედა,მეოჯახე და ამასთანავე დიპლომატი მმართველია, ამიტომ მე მსურს მეტი ქალი პოლიტიკაში!

მე მსურს გააზრებული პოლიტიკა!

სამყაროში ყველაფერი კანონზომიერების პრინციპზეა აგებული,არაფერია არც ზედმეტი და არც ნაკლები სწორედ ამ გზით იცავს სიცოცხლე საკუთარ თავს და ამას მე ვერასოდეს ვუგულებელვყოფ. მე როგორც საზოგადოების წევრი ვაღიარებ ქალისა და მამაკაცის თანასწორობას მმართველობით ასპარეზზე ამიტომ მინდა

მეტი ქალი პოლიტიკაში!

ეს ხომ კონსტიტუციური უფლებაა!

ეს ხომ ინტერესთა დაბალანსებისათვის ერთ ერთი იარაღია!

ბოლოს და ბოლოს პოლიტიკა ხომ საერთო საქმეა!

დღეს პოლიტიკაში აღარ არის სტერეოტიპული მიდგომების ადგილი,აუცილებელია დაცული იყოს გენდერული ბალანსი,რაც შემდგომში უზრუნველყოფს საზოგადოებაში თვითშეგნების ამაღლებას,გენდერული სტერეოტიპების ნგრევას რომელიც მიმართულია ქალთა დისკრიმინაციისკენ.

ამგავრი სტერეოტიპების რღვევის ერთ-ერთ საშუალებად მსოფლიოში მიჩნეულია “კვოტური სისტემა”.ანუ ეს უნდა იყოს ერთჯერადი მექანიზმი რომელიც წაახალისებს ქალბატონებს გამოავლინონ თავი მმართველობით სფეროში.ქალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და შესაბამისად წარმატებისკენ სწრაფვა მისი უფლებაცაა.მას უნდა ჰქონდეს კარიერული წინსვლის საშუალება,რათა თავი რეალიზებულად იგრძნოს.
საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ქალს “საზოგადოებაში” და არ უნდა ასოცირდებოდეს ქალი საზოგადოებაში მის სავარაუდო ცუდ ქცევასთან.

გვახსოვდეს!

ჩვენი უფლებები ჩვენივე თავიდან იწყება! გვინდა ვიყოთ თანასწორები? მოვინდომოთ, ვისწავლოთ, ვიბრძოლოთ და ყველაფერს შევძლებთ. მთავარი ის კი არ არის ვინ მართავს, მთავარია როგორ მართავს!
ასე რომ, მოინდომეთ, ქალბატონებო და ბატონებო,დავეხმაროთ ერთმანეთს,შევქმნათ სათანადო გარემო ერთმანეთის წარმატებისათვის”.