„მალე თქვენს დღესასწაულებზე!“ – ტერორისტების მუქარა

გამოცემა Daily Mail-ი წერს, რომ მას შემდეგ, რაც გერმანულმა პოლიციამ 6 სირიელი დააკავა, სოციალურ ქსელში „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა ვრცელდება. გამოცემა იმასაც წერს, რომ მუქარის ტექსტს და ფოტოებს ლოზუნგებით ტერორისტები მესენჯერის საშუალებით აგზავნიან. ისინი თავის მიმდევრებს ევროპაში საშობაო ბაზრობებზე თავდასხმებისკენ მოუწოდებენ.

ერთ ფოტოზე გამოსახულია ხელებშეკრული სანტა-კლაუსი, რომლის ზურგს უკანაც თვითმკვლელი დგას, ფონად კი ლონდონის უბანი რიჯენტ-სტრიტია. ამ ფოტოს ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე შემდეგი შინაარსით ტექსტში ახლავს:“ მალე თქვენს დღესასწაულებზე“(Soon on your holidays).

მეორე ფოტოზე დანიანი ხელია, რომელიც პარიზში, ეიფელის კოშკისკენაა მიმართული.

მასალა სააგენტო BlackOps Cybe-მა აღმოაჩინა, რომელიც კიბერსაფრთხეებზე მუშაობს.

წყარო:

http://www.dailymail.co.uk/news/article-5117223/ISIS-fanatics-call-attacks-Christmas-markets.html?ito=social-twitter_mailonline